თეგებით ძიება
28. 04. 2023 მსოფლიო

აშშ-მა უკ­რა­ი­ნას გრანტის სახით 1.25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გადასცა

აშშ-მა უკ­რა­ი­ნას გრანტის სახით 1.25 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გადასცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უკ­რა­ი­ნას და­ფი­ნან­სე­ბა მსოფ­ლიო ბან­კის მიზ­ნობ­რი­ვი ფონ­დის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ე­ცა მე­ო­თხე და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბის­თვის პრო­ექ­ტის­თვის “სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯე­ბის მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნა­ში მდგრა­დი სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად” (PEACE).

აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­სრე­ბი სა­პენ­სიო გა­და­სა­ხა­დე­ბის, ცალ­კე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბის, ჯან­დაც­ვის სფე­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის გა­დახ­დას მოხ­მარ­დე­ბა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ომის და­წყე­ბი­დან უკ­რა­ი­ნამ აშშ-სგან გრან­ტე­ბის ფორ­მით და­ახ­ლო­ე­ბით 16.7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მი­ი­ღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა