„39 დაზიანება აქვს სხეულზე და შემდეგ არის გაგუდული!“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი დიდ დიღომში დაღუპულ გოგოზე?
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი დიდი დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„სულ ცოტა ხნის წინ, დიდ დიღომში 12 წლის გოგონა რომ დაიღუპა ხომ გახსოვთ?
გამოძიებამ რომ თქვა რაღაც სუპი ჭამა და გაიგუდაო ეგეც ხომ გახსოვთ?
მერე მერიამ შემთხვების ადგილი რომ დაანგრია, რეაბილიტაციას ვიწყებთო ეგეც გაიხსენეთ ხო?
გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარეს და დადგინდა, რომ მას სხეულზე 39 დაზიანება აქვს ბლაგვი საგნით და შემდეგ გოგონა არის გაგუდული!!!!
მოგი@@ანთ მშვიდობა, ახდენილი ოცნება, დაბრუნებული იმედი და დედის @@აკი!“ - წერს მაქარაშვილი.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.