თეგებით ძიება
29. 04. 2023 სპორტი

"ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ..." - რატომ თქვა ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი?

მოკრივე, ავთანდილ ხურციძემ საქართველოს მოქალაქობაზე უარი თქვა. სპორტსმენი სოციალურ ქსელში განმარტავს უარის მიზეზს.

„საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“, - ამბობს ხურციძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. 

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდნიმე დღის წინ დატოვა.

წყარო: primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა