თეგებით ძიება
29. 04. 2023 ვიდეო

"არ მგონია, თვითმკვლელობა ჩაედინა" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის სკანდალური აღიარება (ვიდეო)

გარდაცლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის სკანდალური აღიარება ვრცელდება.

როგორც "შაბათის ფორმულას" ანონსიდან ირკვევა, გამომძიებელს არ ჰგონია, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა