საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება
დღეს, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდება.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში იმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს.