თუ ქორწინება არ შედგა, საჩუქრების უკან დაბრუნება მოგიწევთ? - იურისტების განმარტება
იურისტები აცხადებენ, რომ ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები მხარეებს დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან უბრუნდებათ.
მათივე ცნობით, საქორწინო გარიგებებს, მათ შორის ნიშობას კანონმდებლობა არეგულირებს.
"ნიშნობა არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას. მეტიც, თუ თქვენი მეორე ნახევარი უარს გეუბნებათ ქორწინებაზე, თქვენ მას ვერ აიძულებთ სასამართლო გზით ამის გაკეთებას.
შეიძლება ითქვას, რომ ნიშნობა უბრალოდ დაპირებაა, რომელსაც სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები მხარეებს დაუქორწინებლობის შემთხვევაში უკან უბრუნდებათ", - განმარტავენ იურისტები.