10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში საკუთარი არჩევანი 9 848 ამომრჩეველმა დააფიქსირა
10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში 9 848 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 5, 32%-ია.
საარჩევნო უბნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა თერჯოლაში აღინიშნება. 32 254 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი უკვე 1 970 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 6,1%-ს შეადგენს.
დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.