თეგებით ძიება
29. 04. 2023 ვიდეო

"გვინდა, ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ მარტო არ ვართ" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იწყება (ვიდეო)

მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იწყება. მშობლების მხარდასაჭერად აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან.

"ჩვენ გვინდა, მოსახლეობამ გააგებინოს [ხელისუფლებას] რომ ჩვენ მარტო არ ვართ, გარიყულები არ ვართ, როგორც თვითონ გაგვრიყეს, მხარში გვიდგანან და შეძახილებით და ხმაურით გვინდა მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სასწრაფოდ დაუნიშნონ ჩვენს ბავშვებს წამალი. ჩვენ ვართ სრულიად წმინდა, ბავშვური საყვარელი ადამიანები და მიგვიღეთ როგორიც ვართ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, თითქმის ორი კვირაა მშობლები კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. ისინი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე შვილებისათვის საჭირო წამლის, ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა