27 წლის კაცი თოჯინაზეა დაქორწინებული და ამტკიცებს, რომ 3 შვილი ჰყავს - შოკისმომგვრელმა ისტორიამ მსოფილიო გააოგნა
27 წლის კოლუმბიელი, კრისტიან მონტენეგრო თოჯინაზეა დაქორწინებული.
ამჯერად, კაცმა „ცოლის“ ავადმყოფობის მიზეზით სასწრაფო დახმარებას მიმართა და თქვა, რომ მეუღლეს თავი ასტკივდა და გონება დაკარგა. ამ უცნაური გამოძახების შესახებ Daily Mirror-მა დაწერა.
კრისტიანი თოჯინა - ცოლს ნატალია ორტიზს უწოდებს. ექიმებმა მონტენეგროს უთხრეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ ნატალიას გადასარჩენად. მამაკაცის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ექიმები სასწრაფო დახმარების მანქანაში ამოწმებენ ნატალიას სასიცოცხლო პარამეტრებს.
ნატალია და კრისტიანი უკვე ორი წელია ერთად არიან. წყვილს უკვე ჰყავდა სამი შვილი-თოჯინა. კრისტიანი რეგულარულად აქვეყნებს ინტერნეტში მათი ერთობლივი ცხოვრების ფოტოებსა და ვიდეოებს.
ვიდეოს საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბოგოტას ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩაატარებს გამოძიებას იმ მედიკოსებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ცდილობდნენ სამედიცინო დახმარების გაწევას ნაჭრის თოჯინისთვის.