თეგებით ძიება

მზის გამოსხივების მაქსიმუმი 2025 წელს იქნება - რას ამბობენ მეცნიერები?

მზის მომდევნო მაქსიმუმი, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება.

მზის მაქსიმუმი წარმოადგენს მზის აქტივობის პიკს, როდესაც ჩვენი მზის მაგნიტური ველი თავის უძლიერეს, ყველაზე მოუწესრიგებელ და დინამიკურ წერტილს აღწევს.

მზის ასეთმა გაზრდილმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ექსტრემალური კოსმოსური ამინდი, მათ შორის, მზის ანთებები და ამოფრქვევები. ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს რადიოკომუნიკაციებს და ელექტროსისტემებს, სერიოზული ზიანი მიაყენოს ასტრონავტთა ჯანმრთელობას.

საფრთხეს უპირველესად წარმოადგენს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურისთვის. ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანები მზის მაქსიმუმის ეფექტებს პირდაპირ თითქმის ვერ ხედავენ.

როგორც წესი, მზის ციკლი 11 წელიწადს გრძელდება და მზის მაქსიმუმი ყოველი ციკლის სადღაც შუაში დგება.

მზის ბოლო მაქსიმუმი 2012-2014 წლებში იდგა და განსაკუთრებით სუსტი იყო, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ბოლო ასი წლის განმავლობაში. შედეგად, კოსმოსური ამინდიც საკმაოდ მშვიდი იყო.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა