ძლიერმა სეტყვამ კასპსა და გორში ხეხილი და ნათესები დააზიანა
ძლიერი სეტყვა იყო კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში. სტიქიამ კასპში ნათესები და ხეხილი გაანადგურა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სტიქიის შედეგად სრულად განადგურდა მათი ბაღები.
"ძლიერი სეტყვა იყო რამდენიმე წუთის განმავლობაში, ხეხილს აღარაფერი შერჩა, განადგურდა ნათესები, სახლებში წყალი ჩავიდა... მსგავსი ძლიერი სეტყვა წლებია არ გვახსოვს", - ამბობენ ადგილობრივები.