თეგებით ძიება

ძალიან დიდი ბოდიში, მოიკლონ ცოტა და ბავშვებისთვის თანხა გამოყონ, წამალი დაუფინანსონ - ინგა გრიგოლია დედების აქციას შეუერთდა

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციას შეუერთდა.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს მოიკლონ ცოტა თანხა და ბავშვებს წამლებისთვის გამოუყონ.

"ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა დაინახოს, რომ ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. არ უნდათ ამის გაგება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, დედების გევრდით უნდა დადგეს და სოლიდარობა გამოხატოს. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის პროტესტი თუ შეასმენინებს რამეს. ისეთი კორუფციაა ქვეყანაში და ისეთი საბიუჯეტო აურზაურია, ძალიან დიდი ბოდიში, მოიკლონ ცოტა და ბავშვებისთვის თანხა გამოყონ, წამალი დაუფინანსონ", - ამბობს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, თითქმის ორი კვირაა მშობლები კანცელარიასთან ღამეებს ათევენ. ისინი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე შვილებისათვის საჭირო წამლის, ვოზორიტიდის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა