თეგებით ძიება

პუტინს ვერ დაველაპარაკებით, ის ტერორისტია - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ის ტერორისტია.

"ამ კაცს, პრეზიდენტ პუტინს, ვერ დაველაპარაკებით. ის ყველა ჩვენგანისთვის ტერორისტია" - თქვა ზელენსკიმ და გაიხსენა, რომ როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი გახდა, არა მხოლოდ დიალოგისთვის იყო მზად, არამედ გაყინული კონფლიქტის სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა სურდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაშინ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანაზე და ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შეთავაზებაზე, რუსეთის მხრიდან პასუხად სრული იგნორი და მუქარები მიიღო - "მან  ამ ყველაფერს, რაღაც ოპერაცია უწოდა... ის იგონებს სახელებს თავისი ქმედებების გასამართლებლად", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა