„ნუცას ახალი საკონკურსო ნომერია 9!“ - ზაზა შენგელია
პროდუსერი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში მომღერალ, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„ნუცას ახალი საკონკურსო ნომერია 9!!!
ეს ნომერი საჭიროა მხოლოდ იმ გულშემატკივრების საყურადღებოდ, რომლებიც ხმის მიცემას სატელეფონო სმს-ებითაც აპირებენ. ნომერი 9 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე. თითო გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 სმს ხმის გაგზავნა შეუძლია.
შეგახსენებთ: სმს-ების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ შოუს მიმდინარეობის დროს, დაახლოებით 2 საათის განმალობაში. შოუ დაიწყება ნიუ-იორკის დროით დღეს 20:00 საათიდან (თბილისის დროით ხვალ დილის 4:00 საათიდან).
გთხოვთ ყველამ მაქსიმალურად გადააშეაროთ“, - წერს შენგელია.
შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე ამერიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ნუცა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა.