ლაგოდეხში სეტყვამ ვენახები და ნარგავები დააზიანა
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და ხეხილი დააზიანა
სოფლებში, ნინიგორში, განათლებასა და ცოდნისკარში, ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, სავარგულების 60 პროცენტი გაანადგურა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ზარალის დამდგენი კომისია შეიქმნა, რომელიც შექმნილ ვითარებას შეისწავლის და მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას დაადგენს.