საქართველოს ელჩი აშშ-ში საგანგებო მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ზალკალიანი ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის მხარდასაჭერად საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
„დავუჭიროთ მხარი ნუცა ბუზალაძეს, ვრეგისტრირდებით და ვემზადებით კვირა-ორშაბათისთვის! https://idolvote.abc.com
ხმის მიცემა ლაივ შოუს დაწყებიდან ბოლო სარეკლამო ჭრამდე იქნება შესაძლებელი -
ნიუ იორკის დროით 20:00ზე,
ლოს ანჯელესის დროით 17:00ზე.
საქართველოს დროით დილის 04:00ზე.
ჯამში 30 ხმის გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგი საშუალებებით:
მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote
მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol App
მაქსიმუმ 10 ხმა - ტექსტური შეტყობინებით.
ნუცას საკონკურსო ნომერი შოუს დაწყებამდე გახდება ცნობილი Text 9 to 21523“, - წერს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე ამერიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ნუცა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა.