თეგებით ძიება

რატომ დატოვა „რუსთავი 2“ ნიკოლოზ ხაჩიძემ?

ტელეწამყვანი ნიკოლოზ ხაჩიძე „რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზზე ალაპარაკდა.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

„მითხრეს, რომ გადაცემა „სხვა კითხვები” აღარ იქნება და ვრჩები „ღამის პრაიმ ტაიმში”, მადლობა გადავუხადე 1 წლისთვის, რადგან ძალიან კომფორტულად ვმუშაობდი და წამოვედი. რაღაც პერიოდი ვგრძნობდი, რომ ეს მჭირდებოდა, იმიტომ, რომ ამოვისუნთქე. დაღლის შეგრძნება მქონდა და მაგიტომ ვამბობ, რომ ადამიანები წლებია არიან და იმათმა რაღა უნდა თქვან, მე 1 წელიწადში გამიჩნდა ეს შეგრძნება.

გადაწყვიტეს, რომ „სხვა კითხვები” აღარ იქნებოდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობასთან დღემდე. ამ დრომდე გვაქვს კომუნიკაცია. იმ ერთ წელში ისეთი კარგი ინტერვიუები დავდე, რომ დარჩება არხის ისტორიასაც და ჩემს ისტორიასაც. სამწუხარო ამბავია”, – განაცხადა ნიკოლოზ ხაჩიძემ გადაცემაში „სთორი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა