თეგებით ძიება

"გამომძიებელმა ფაქტობრივად, მისცა ჩვენება, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია" - ლევან ხაბეიშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომიებლის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­დან უნდა და­ი­წყოს.

რო­გორც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მოკ­ლეს.

"რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ეჩ­ვია ახალ­გაზ­რდე­ბის დევ­ნას, მათ მკვლე­ლო­ბას, შემ­დეგ ხე­ლე­ბის და­ბა­ნას და იმის თქმას, ჩვენ არა­ფერ შუ­ა­ში ვარ­თო. არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბია "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" ახალ­გაზ­რდებს კლავს. გუ­შინ­დელ­მა დღემ ეს კი­დევ ერთხელ ნათ­ლად და­ა­დას­ტუ­რა, როცა ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, მის­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი არის მოკ­ლუ­ლი, რომ ამ საქ­მე­ზე იყო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ინ­ტე­რე­სი და ამის გამო გა­მო­ძი­ე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მან ისა­უბ­რა კონ­კრე­ტულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში იყო ზე­წო­ლა, მი­თი­თე­ბე­ბი, რა კი­თხვე­ბი უნდა და­ეს­ვათ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი რო­გორ უნდა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ. ეს არის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა იმი­სა, რომ "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა" კლავს ისე, რომ მერე ამ საქ­მე­ებს არა­თუ თა­რო­ზე შე­მო­დებს ან ამ­ბობს, რომ რამე ვერ გა­მო­ი­ძი­ეს, არა­მედ შე­მოგ­ვა­სა­ღე­ბენ, თით­ქოს საქ­მე გახ­სნი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და დამ­ნა­შა­ვე არა­ვინ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე ე.წ. ქოლ­ცენ­ტრებს უკავ­შირ­დე­ბა.

"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხე­ლახ­ლა და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა იმი­ტომ, რომ გუ­შინ ფაქ­ტობ­რი­ვად, ახალ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­უ­თი­თა ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა. ყვე­ლამ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დოთ, მკვლე­ლე­ბი და­ი­სა­ჯონ. სამ­წუ­ხა­როდ, მკვლე­ლე­ბი არი­ან მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი რო­გორც სუს-ში, ასე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და შსს-ში", - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ყო­ფილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, სერ­გო შუ­ბი­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა. შუ­ბი­თი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა