თეგებით ძიება

ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, დავიცვათ ლაზარე გრიგორიადისის უფლებები - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესს ეხმაურება, რომელიც ხვალაა დაგეგმილი.

ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ყველას მოქალაქეობრივი ვალია, დაკავებული აქტივისტის უფლებები დაიცვას.

"მეგობრებო, ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ევროკავშირში, თქვენ გემუქრებიან დაკავებით და ამის ნათელი დადასტურება, გამოხატულება არის ლაზარე. არანაირი მტკიცებულება, ფორმალური შესაძლებლობაც არ არსებობს, რომ ეს ახალგაზრდა იყოს ციხეში. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, რატომ? - მაგალითად, რობოკოპებს დააშინებს? მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს? 21 წლის ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში რატომ უნდა ჰყავდეს რუსულ რეჟიმს?

მიზანმიმართულად ჰყავთ დაკავებული, სხვა არცერთი არგუმენტი, მტკიცებულება იმის, რომ ლაზარე წინასწარ პატიმრობაში უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ კრემლს აბარებენ ანგარიშს, მესიჯი აქვთ, რომ ყველა, ვინც ანტირუსულ კამპანიაში, პროევროპულ კამპანიაში ჩაერთვება, ვისაც ევროპა უნდა, ყველას დასჯიან, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზავნილი გამო ჰყავთ ლაზარე გამოკეტილი.

"ხვალ ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო გაიმართება და თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ვიყოთ და დავიცვათ ლაზარე უფლებები, იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე ჰყავთ აყვანილი მძევლად", - აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მარტს პატიმრობა შეუფარდა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა