თეგებით ძიება

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს ორიენტაციაზე - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რუსეთის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მუ­ქა­რით აღ­სავ­სე ტონი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე არ ახ­დენს.

"ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­თვის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს. ძა­ლის­ხმე­ვა არ უნდა და­ვი­შუ­როთ, ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში ჩვე­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ვი­მე­დოვ­ნოთ, რომ ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი ამ კუ­თხით სა­ე­ტა­პო აღ­მოჩ­ნდე­ბა. რუ­სე­თი უნდა დარ­წმუნ­დეს, რომ მისი აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მუ­ქა­რით აღ­სავ­სე ტონი არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ჩვენს მუდ­მივ და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე. ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა გა­ი­გონ, რომ დღეს სწო­რედ მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროა და არა ყოყ­მა­ნის. რუ­სე­თის მი­მართ გზავ­ნი­ლი უნდა იყოს მკა­ფიო და ერ­თგვა­რო­ვა­ნი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ წლე­ბის მან­ძილ­ზე პარტნი­ო­რე­ბის მიერ გა­წე­ულ უდი­დეს დახ­მა­რე­ბას, მათი ძა­ლის­ხმე­ვით, სწავ­ლე­ბე­ბით და თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ამაღ­ლდა ჩვე­ნი ძა­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში ჩვენ­მა აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ დიდი როლი ითა­მა­შა ჯა­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. სწო­რედ, იქ შევ­ძე­ლით, რომ მა­გა­ლი­თი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის მზად­ყოფ­ნის მიგ­ვე­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბის და ამით სა­ქარ­თვე­ლო დამ­კვიდ­რდა, რო­გორც სან­დო და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. თქვენ მსოფ­ლი­ოს აჩ­ვე­ნეთ, რომ ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა შე­გიძ­ლი­ათ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­ურ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ჯა­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დიდი როლი ითა­მა­შა.

"ქარ­თვე­ლებს კარ­გად გვეს­მის, რომ პარტნი­ო­რო­ბა ორ­მხრი­ვი გზაა და თქვენ ესეც და­ამ­ტკი­ცეთ. თავ­დაც­ვის ძა­ლებს დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად უფრო და უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ეკის­რე­ბათ, ამის არც თუ ისე შორი მა­გა­ლი­თი კო­ვიდ პან­დე­მი­აა, სა­დაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დიდი წვრი­ლი, მზად­ყოფ­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი ჩვე­ნი ძა­ლე­ბის­თვის ახალ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას და მზად­ყოფ­ნას მო­ი­თხოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ახა­ლი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­საც ასე­ვე უნდა გა­ვუმკლავ­დეთ. მჯე­რა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძ­ლებთ, იქ­ნე­ბით ყველ­გან და ყო­ველ­თვის იქ, სა­დაც და­გი­ძა­ხებთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა და ამ ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი. ამის­თვის, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩემი და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მად­ლი­ე­რე­ბა. გი­ლო­ცავთ ფი­ცის და­დე­ბას, ამ ფი­ცის ერ­თგულ­ნი იყა­ვით მუ­დამ, ამ ფი­ცის და თქვე­ნი სამ­შობ­ლოს ღირ­სნი იყა­ვით მუ­დამ, ამა­ყად ატა­რეთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა. თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცე­ბო გი­ლო­ცავთ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის დღეს, თქვენ ემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და ამა­ზე დიდი სა­პა­ტიო და სა­ა­მა­ყო სამ­სა­ხუ­რი არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა