„მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში“ - აშშ-ის ევროპული სარდლობა
აშშ-ის ევროპული სარდლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს “ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
“ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების ერთგულებას და წვლილს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში”, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალები 32 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება ტარდება.