თეგებით ძიება

„ვერ აღვწერ როგორ ვნერვიულობ!..“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი, ნუცა ბუზალაძე მხარდამჭერებს სოციალური ქსელის მეშვეობით კიდევ ერთხელ უხდის მადლობას და ინფორმაციას უზიარებს.

„მეგობრებო და აი დადგა ეს დღეც, ვერ აღვწერ როგორ ვნერვიულობ! დღეს გვაქვს მხოლოდ 2 საათი ხმის მისაცემად!!! ლოს-ანჯელესის დროით 5-ზე , ნიუ-იორკის დროით 8-ზე და საქართველოს დროით 1-ელ მაისს, დილის 4-სთ-ზე იწყება ლაივი! ერთმა ადამიანმა ჯამში 30 ხმა შეიძლება რომ გამოაგზავნოს!

მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote

მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც შეიცვალა და გახდა 9, ესეიგი ვწერთ 9 ს და ვაგზავნით ნომერზე 21523“ – წერს ნუცა და ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე ამერიკული კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ნუცა American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის ჟიურის გადაწყვეტილებით მოხვდა.

info9.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა