თეგებით ძიება

„ხან მგონია რომ ვცოფდები - მეთერთმეტე, ოცდამეერთე და ორმაცდამერთმეტე დღეს“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მარტვილში ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილი მოქალაქეების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ბავშვობიდან ძაღლთმოყვარე ვარ და ბავშვობიდანვე ობსესიურად ჰიპოქონდრიკი. ორივე თვისება დაუძლეველია და შესაბამისად ათამდე ძაღლს უკბენია ჩემთვის. ათამდე უკბენია (საკუთრივ ნაკბენის ტკივილის სრულიად არ მეშინია) მაგრამ გაკეთებული მაქვს ცოფის ორმოცამდე აცრის სერია - ქართველი რაბიოლოგები ჩემი უმტკიცესი მეგობრები არიან. თუ უცხოა ძაღლი და ამლოკა, ან გაგიკვირდებათ და ალოკვა დააპირა (,,მოიცა, ეგებ და ამლოკა? აბა, კარგად გაიხსენე, მგონი - კი!") ეგრევე საბურთალოსკენ მაქვს გეზი. ხან მაინც მგონია რომ ვცოფდები - მეთერთმეტე, ოცდამეერთე და ორმაცდამერთმეტე დღეს, ჰიდროფობიის ,,სიმპტომებს" ვაკვირდები და ვარ ამგვარ გმირულ ტანჯვაში. ეს რამ გამახსენა და იმან, რომ თურმე მარტვილში ცოფიანი ძაღლის დაკბენილი ორი მოქალაქე უარს აცხადებს აცრის გაკეთებაზე. ამან დამარწმუნა, რომ ადამიანის შესწავლა საერთო ქცევითი კატეგორიების მიხედვით შეუძლებელია, რადგან ერთი და იგივე ქვეყანაში და სოციუმში პარალელურად ვარსებობთ ეს ხალხი და მე.

ხუმრობის უფლებას ვაძლევ, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ამ ადამიანებს გადაარწმუნებენ ან რაღაც ძალის გამოყენებით დააჯერებენ და აცრიან, თორემ ეს დაავადება განვითარების შემთხვევაში, უპირობოდ ფატალურია“, - წერს კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა