თეგებით ძიება

აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი შვილის საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით უნდა დაიწყოს.

"აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყონ თავიდან.

ყველაფერი ზუსტადაც მიანიშნებს და ამტკიცებს იმას, რომ ყველაფერი წაშლილია ტელეფონში და Whatsapp-ში პირველ რიგში, სადაც დაურეკეს თამარს და გაიტყუეს სახლიდან საქმის გასარჩევად.

შოთაძეს მივმართავ, კეთილი ინებონ და დაიწყონ გამოძიება. მტკიცებულებები საკმარისია და საკმარისზე მეტიც არის, რომ დაიწყონ გამოძიება. თუ არადა, პირდაპირ უკვე მიუთითებს მაგათ მფარველობაზე, რომ მფარველობენ მკვლელებს და აყალბებენ ყველაფერს", - განაცხადა თამაზაშვილმა.

გუშინ, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა