როგორია ქუჩაში ნაპოვნი ჩვილის მდგომარეობა?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ნაპოვნი ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.