„რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეხედოს და მოუსმინოს ამათ და ყველა მიხვდება, რას წარმოადგენს ეს ხელისუფლება“ - რომან გოცირიძე
დეპუტატი, რომან გოცირიძე რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„იმედი, მაესტრო, რუსთავი-2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, პოსტივი - ანტიდასავლურ, პრორუსულ აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებს.
გადართეთ ხუთიოდე წუთი და მიხვდებით თუ რა სიბნელე და სიშავეა ჩამოწოლილი.
ბიუჯეტიდან ასი მილიონის მუქთამჭამელი საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორ გამოაკლდებოდა ამ ამბავს.
ზოგი ჭირი მარგებელიაო - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა შეხედოს და მოუსმინოს ამათ და ადვილად მიხვდება ყველა, რას წარმოადგენს ეს ხელისუფლება, რა მიზნები ამოაძრავებს და საითკენ მიაქანებენ ქვეყანას.
არ გამოუვათ!“ - წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს.