თეგებით ძიება

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მშვიდობას კბილებით იცავს - გია გაჩეჩილაძე

ტელეწამყვანმა, გია გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია.

„დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა და ჩვენ ვიცით რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ.

მინდა გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნეს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა