ბახმუტში უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო დაიღუპა
ბახმუტში უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო, ვლადიმერ მუკანი დაიღუპა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი, ვლადიმერ მუანი 29 აპრილს ბახმუტში დაიღუპა. ომამდე მუკანი მუშაობდა ჟურნალისტად და "გაზეთი უკრაინულად", ჟურნალ კრაინას და ინტერნეტ-პორტალ Gazeta.ua-ს რედაქტორი იყო.
ჟურნალისტს ორი შვილი დარჩა.