საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთი დაამარცხა (31-30) და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
გუნდი შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.