თეგებით ძიება

"გლოვობს ჩემი ბათუმი... მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

"ემიგრამტების ახრის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ბათუმში ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ წერს.

"გლოვობს ჩემი ბათუმი.30 აპრილის საშინელი ბურუსით მოცული საღამოს 8 საათზე, იმდენად ჩაჩუმებული იყო  ბათუმის ქუჩები, რომ შეატყობდი, რაღაც მომხდარაო - ერთი მოუსვენარი, ღიმილიანი 27 წლის ნიკუშა, ღიმილის ბიჭი ანგელოზად გადაქცეულაო. ყველას სახეზე ცრემლი, სიცივისგან აკანკალებული ტუჩები, თითოეული ადამიანის ცრემლი თითქოს უფრო გიღრმავებდა დარდს თუნდაც მწუხარებას...

ჩვენი თვალებ ბრიალა ნიკა ღიმილის ბიჭი

როგორი თბილი იყავი, ღიმილით, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილს. ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს. ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ  მე, შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, თქვენ გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე.. დღეს მგლოვიარეა ჩემი ბათუმი შავებით შეიმოსა....

ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო შემძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები?! ალბათ, იქ, სადაც არ არსებობს დრო; იქ, სადაც  მარადიული სიცოცხლეა; იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ მოგიშუშებენ შენს ნაიარევს... 

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცეთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...

 "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს 27 წლის ნიკუშა მარკოიძის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული..

ნეტავ სულ არ, დაღამებულიყო, თუ ღირდა საერთოდ ამად ეს დაღამება?! ნუთუ ამის გასაგებად უნდა ჩასვენებულიყო მზე ზღვაში?!!

ანგელოზებს შეუერთდა ასე მოკრძალებით... თვალებ ბრიალა ღიმილის ბიჭი.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

ასე იცხოვრე 27 წელი...

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენ გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი, ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი.

თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.

რომ მცოდნოდა ასე მწარედ იტირებდით, რომ გამეგო სინანული შეგიპყრობდათ, სიკვდილისკენ სანახევროდ გადახრილი დახმარებას მოგანდობდით ჭირისუფალს, ნუ მიტირებთ ცრემლის ზღვაში დავიხრჩობი, მე თქვენამდე ვეღარ მოვალ ... რა ვიცოდი სიცოცხლეზე დანატრებულს, სიკვდილი თუ ასე მალე გამაქრობდა, უცაბედად დამეხუჭა თვალები და უფლისაგან გზა ზეცისკენ დამელოცა, მაპატიეთ თუ ბევრი რამ ვერ გითხარით, ბედისწერა დიდხანს ვეღარ დამელოდა.

ლანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება, ალბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს, დარდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს, უკვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს. ნეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად, ამოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს... ალბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა, დამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს, ახლა ყველაფერი თითქოს გვიანია, ის ყველა წამი თვალწინ გვეხატება, შენი გულისტკენა ყველას გვინანია, ვხვდებით, რომ ნიკუშა ძლიერ-ძლიერ გვენატრება...

ღმერთო, აცხოვნე და დედამისს მიეცი ძალა, რომ იცოცხლოს... იცოხლოს... მაგრამ ის მუდამ ტკივილიანი, იარაშეუხორცებელი მოვა შენს საფლავთან და ჩამოგძახებს: დედა მოგიკვდეს, შვილო", - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა