თეგებით ძიება

"ცინიკურად და ირონიულად მესაუბრა" - "თბილისის პარკინგის" თანამშრომელმა მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისში, წერეთლის გამზირიდან, სადაც გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გადაადგილება გართულებულია, "თბილისის პარკინგის" წარმომადგენლებმა მოქალაქე, ირა მელიმონაძის მანქანა საჯარიმო სდგომზე გადაიყვანეს.

როგორც ირა მელიმონაძე განმარტავს, მას მანქანა ნიშნულთან ახლოს ეყენა, თუმცა მისი განმარტებით, პრობლემები იწყება მას შემდეგ, რაც საჯარიმო სადგომზე მანქანის წამოსაყვანად მივიდა.

მისი თქმით, მან წინასწარ დარეკა, თუმცა ოპერატორს არ გაუფრთხილებია, თუ რა საბუთები იყო საჭირო მანქანის გამოსაყვანად, სადგომზე მისვლის შემდეგ კი, მას ადგილზე მყოფმა პიროვნებამ, ვინმე ბექა არველაძემ ცინიკურად და ირონიულად დაუწყო მომართვა.

"ჩემი მანქანა გადაიყვანეს, დავრეკე. ავუხსენი, რომ მანქანის წამოსაყვანად გავიდოდი, თუმცა ინფორმაცია არ მომაწოდეს, რომ მე თურმე პირადობა და ტექდათვალიერების საბუთი მჭირდებოდა, იმისათვის, რომ მანქანა გამომეყვანა. ვინმე ბექა არველაძე მხვდება და ცინიკურად და ირონიულად მესაუბრა. შემდეგ მითხარა, რომ მე უნდა მეკითხა, რა საბუთები მჭირდებოდა, მანქანის გამოსაყვანად. ამათ თურმე არ ჰქონიათ ვალდებულება, რომ მოქალაქეებს, რომლებისგანაც ფულს იღებენ, მიაწოდონ ინფორმაცია, რა საბუთებია საჭირო მანქანის გასაყვანად.

გარდა ამისა, ისინი თითოეულ თანამშრომელს მკაცრად აფრთხლებენ, რომ დღის ბოლომდე მინიმუმ 15 დაჯარიმებული მანქანა შემოიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში არ დაბრუნდნენ", - აცხადებს ირა მელინონაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა