თეგებით ძიება

"სამსახურში ვერ აგვყავს ხალხი, უმრავლესობამ არაფრის კეთება არ იცის, ჭორაობის გარდა" - რას წერს თამუნა თანდაშვილი?

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უცოდინრობის გამო სამსახურში ხალხი ვერ აყავს.

"რანაირად მივხედავთ ჩვენს თავს, ყველაფრის გასაკეთებლად უფასო ფული ან დონორი გვჭირდება.

აი, რას ბოდავთ მართლა… 

სამსახურში ვერ აგვყავს ხალხი, უმრავლესობამ არაფრის კეთება არ იცის ჭორაობის გარდა, მომსპარი პოსტსაბჭოთა სამუშაო ძალა რომ ვართ, უკიდურესად უპასუხისმგებლო.

უფლის გარეშე უნდათ დაგვტოვონო - ვინ გართმევს ღმერთს და რწმენას, გულში თუ გაქვს?! 

გული გამისკდა ახალგაზრდები რეეებს ამბობენ…. რეეებს?! 

შვილო, ლოგიკური აზროვნება გჭირდება! უფალს და ღმერთს თავი დაანებე და სადღეგრძელოებს! და სათვალე მოიხსენი სვიტრიდან თუჩემიძმა ხარ რა!", - წერს თამუნა თანდაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა