თეგებით ძიება

3 თვეში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 1190 პირი დაბრუნდა - შსს

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1190 პირზე გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 1196 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1190-ზე თანხმობა გაიცა, 6-ზე კი - უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 785 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (149), საბერძნეთი (57), შვეიცარია (38); ჰოლანდია (35), ბელგია (26); პოლონეთი (20).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა