6 შეცდომა, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ
საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო 6 შეცდომის შესახებ წერს, რომლებსაც მძღოლობის კანდიდატები რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებისას უშვებენ.
1. არასათანადოდ იყენებენ მოხვევის შუქ-მაჩვენებელს.
2. არ ასრულებენ ან არასათანადოდ ასრულებენ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.
3. არასათანადოდ აკვირდებიან არსებულ საგზაო ვითარებას, არ ახორციელებენ მასზე მეთვალყურეობასა და კონტროლს.
4. არ ასრულებენ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს.
5. გზას არ უთმობენ უპირატესობის მქონე საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
6. გზის მონაკვეთის შესამოწმებლად არ იყენებენ ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებს", - წერია განცხადებაში.