შეგვეძლო, ნუცას ათეულში გაყვანა, მაგრამ ჩვენ ვერ ვივარგეთ - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ემოციური მიმართვა
სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ნიკოლაიშვილი მომღერალ, ნუცა ბუზალაძეზე წერს, რომ ათეულში აუცილებლად უნდა გადასულიყო.
„დღეს კონკურსში შევიდა 22 მილიონი ხმა და გადანაწილდა 12 მონაწილეზე. ნუცას რომ 2,5 მილიონი ხმა მიეღო, გარანტირებულად მოხვდებოდა ათეულში. ახლა მარტივი არითმეტიკა:
2,5 მილიონი ხმა ნიშნავს, რომ ამერიკაში მცხოვრებ 80,000 ქართველს რომ სტანდარტულად მიეცა 30 ხმა მეორე ელ.ფოსტის და მეორე ტელეფონის ნომრის გამოყენების გარეშე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრს აქვს 2-2 მეილიც და ტელეფონის ნომერიც, 50,000 ქართველიც საკმარისი ვიქნებოდით ამერიკელების ხმების გარეშე. რაც ჩვენი ჯგუფის წევრების მესამედია!
აღმოჩნდა, რომ შეგვეძლო ათეულში გაყვანა, ასე რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ და ტყუილად ვლანძღავთ პროექტსაც და ამერიკელებსაც“,- აცხადებს გიორგი ნიკოლაიშვილი.
შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე "ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა.
წყარო: primetime.ge