ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი - თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილზე
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბიზნესმენ, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანში ქვეყანას გაუმართლა. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში განაცხადა.
"პირველი სიტყვა, რომელიც მოგდის თავში ადამიანს არის, ალბათ, გამართლება, რომ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ ქართუსთან ერთად, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, კერძო ორგანიზაციაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები ქართულ რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ, ეს გამართლებაა.
შემდეგ, გაგვიმართლა იმაში, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო, იმიტომ, რომ ქართულ სპორტში, როგორც სპორტის მინისტრი უკვე, არაერთ კერძო სპონსორს ვხედავ ხოლმე სხვადასხვა ფედერაციაში, მაგრამ ძალიან იშვიათია უანგარო სპონსორობა და უანგარო ქველმოქმედება. აქაც, ქართუს შემთხვევაში, საუბარია არა მხოლოდ ქველმოქმედებაში და სპორტში ინვესტიციაში, არამედ უანგაროდ ამ საქმის კეთებაზე", - განაცხადა მინისტრმა.