თეგებით ძიება

"ძალიან მაგარი იყო და არაჩვეულებრივი ემოციები გვაჩუქა ნუცამ" - იუნა შაფათავა

მსახიობი, იუნა შაფათავა ნუცა ბუზალაძის American Idol-იდან გამოთიშვას ეხმაურება და სოციალურ ქსელში მის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს.

"ძალიან მაგარი იყო და არაჩვეულებრივი ემოციები გვაჩუქა ნუცამ. 

ვულოცავ ამ წარმატებას, ნუცამ გამოსვლიდან გამოსვლამდე უფრო და უფრო მეტი გვაჩვენა. ჩვენ კი უკვე ვიცით, რაც ზოგმა არ იცოდა ან რაღაც უცნაურად რეაგირებდა, რამდენად დიდი ნიჭით არის ნუცა დაჯილდოებული და რამდენად უზარმაზარი მონდომება და შრომაა ჩადებული პირადად მის მიერ, რომ ის დღეს ჰოლივუდში დგას ამ დიდ შოუზე და მღერის სასწაულად, ურთულეს სიმღერებს - ეს არის იდეალური

ეს პირდაპირი და ღია კასტინგია მსოფლიოს დასანახად და ჩვენ ეს ვიცით და გვეამაყება და მადლობა ასეთი მაღალი ვიბრაციებისთვის!!!! განსაკუთრებულად ჟრუანტელის მომგვრელია ლაიონელ რიჩის შეფასებები, უძვირფასესი და დასაფასებელი და… ახლა კი ახალი გზები ეხსნება ჩვენს გოგოს.

მინდა, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო", - წერს იუნა შაფათავა.

შეგახსენებთ, ნუცა ბუზალაძე "ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა