"პრაიმ ჰაუსის" მონაწილე, 2 ზრდასრულ კაცს ვხედავ, იცრემლებიან, იკეცებიან..." - რას წერს "მასტერი" პოპულარულ სატელევიზიო შოუს მონაწილეებზე?
ქართველი რეპერი, "მასტერი" სოციალურ ქსელში წერს, რომ სატელევიზიო შოუს, "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეები ზედმეტად დრამატულები არიან.
"ყველაზე რეიტინგულ” შოუს, რომ ეძახიან - თვალი მოვკარი და 2 ზრდასრულ კაცს ვხედავ იცრემლებიან, იკეცებიან, მეთქი რაღაც მოხდა ტრაგედია - შემეშინდა (ღმერთმა ყველას გვაშოროს ცრემლი,
კაციც შეიძლება გამწარდეს და ცრემლიც არაა სათაკილო) მაგრამ რა დრამა და რა ტრაგედია შეიძლება მოხდეს ასეთი ტელე-პროექტში, ვიღაც გავარდება, ვიღაც დარჩება? მითუმეტეს როცა იცი სად მიდიხარ და რაც ხდება მსგავს რეალითი შოუებში.
კიდე იმას ვერ ვხვდები რა სამართლიანობაზე და უსამართლობაზე უნდა გქონდეს პრეტენზია, როცა მსგავს შოუში ხარ...
არ ვიცი ძმაო, არაფერი პირადული მაგრამ ღმერთმა მაგაზე მეტი წყენა არ განახოთ, ამ დუხჭირ ცხოვრებაში", - წერს რეპერი.