თეგებით ძიება

"ძაღლები მომიწამლეს, მოკვდნენ კრუნჩხვით და წამებით... ჩემი ბრალია, ვერ შევძელი მათი დაცვა..." - რას ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი?

ცხოველთა უფლებადამცველი, მიშა კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ ძაღლები მოუწამლეს და აპირებს, საქმე ბლომდე გამოიძიოს.

„ჩემი ბრალია. ვერ შევძელი მათი დაცვა... ახლაც დაუცველები არიან, რადგან სახლის ეზოს ტერიტორია საკმაოდ დიდია და საწამლავი ( დიდი ალბათობით ვირთხის) ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს შემოყრილი ან გადმოყრილი.ნაწვიმარია და შეუძლებელია ამხელა ტერიტორიაზე რამის პოვნა...სამწუხაროდ მათი სხვა ტერიტორიაზე გადაყვანის შესაძლებლობა ამ წუთას არ მაქვს და რომც მქონდეს რომელს, როდის ან რა რაოდენობით აქვთ ნაჭამი არავინ იცის.კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით...ამის კონტროლი შეუძლებელია. მხოლოდ განგების იმედად ვარ...ალბათ ცისარტყელაზე წასულები მაპატიებენ, არ ვიცი...მაგრამ მე ამის ჩამდენს არ ვაპატიებ!სულ რომ სიცოცხლის და თავისუფლების აღკვეთის ფასად დამიჯდეს", - აცხადებს კაჭკაჭიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა