"ნუცას გაცნობა მოინდომა Grammy-ის მფლობელმა უძლიერესმა მუსიკალურმა პროდიუსერმა..." - ზაზა შენგელია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
"ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს და მომღერალ ნუცა ბუზალაძეზე ავრცელებს სიახლეს.
"ეს ულამაზესი გოსპელი - “Prayer”, ჩემი დაჟინებული თხოვნით, ნუცამ თავის საბედებიუტო CD ალბომზე მუშაობისას ჩაწერა “ბრავო რექორდსში” 2019 წელს…
რამდენიმე დღის წინ, ნუცას გაცნობა მოინდომა Grammy-ის მფლობელმა უძლიერესმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Stevie J-იმ. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე არის ცნობილო R’n B მომღერალი Faith Evans, რომელიც ასრულებს ამ შესანიშნავი სიმღერის ირიგინალურ ვერსიას.
დასკვნა: Very Small World", - წერს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე "AMERICAN IDOL"-ში მონაწილეობდა. ქართველი მომტერელი ტოპ-12-ში მოხვდა, თუმცა სემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხა.