თეგებით ძიება

სააკაშვილი უხეშად არღვევს კვების რაციონს - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, მესამე მკურნალ ექიმზე უარის თქმას ეხმაურება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად უხეშად არღვევს კვების რაციონს.

"გიდასტურებთ, რომ მესამე ექიმია, რომელზედაც უარი განაცხადა. მიზეზი ძირითადად არის ის, რომ როდესაც ექიმების მიერ ხდება მისი მდგომარეობის ობიექტურად შეფასება, ის მეორე დღესვე უკვე მიუღებელია პაციენტისთვის. საკვებს ისევ იღებს შერჩევით და უფრო მცირე რაოდენობით, კვების რაციონის უხეში დარღვევით, დავარქვათ ასე.

გიულისთან არა ერთხელ მქონდა კომუნიკაცია, არა ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები. მოეტანა ის შესაბამისი საკვები, რაზედაც ჩვენი ექიმები აძლევენ რეკომენდაციებს, კერძოდ, ნუტრიციოლოგი და ენდოკრინოლოგი, მაგრამ არაფრის გათვალისწინება არ ხდება“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა