თეგებით ძიება

"ოპოზიციას სურს პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში" - არჩილ თალაკვაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას სურს პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში.

"მათ სურთ პირდაპირ ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, სურთ შური იძიონ იმ სასამართლოზე და მოსამართლეებზე, ვინც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულების გამო გაასამართლა და სურთ დაბლოკონ სასამართლოს საკითხი, რადგან ის არის ევრორეკომენდაციების ნაწილი და ამით დაბლოკავენ შემდგომში კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემასაც. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს სჭირდებათ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და შემდეგ ძალადობრივი ცვლილებებისთვის. აი ეს გეგმა ჰქონდათ, ამ გეგმის დაწყება უნდოდათ პარლამენტიდან, თუმცა, შევიდნენ პოლიტიკურ ჩიხში და ჩაუვარდათ ეს გაუგონარი ინიციატივა", - თქვა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა