შეიძლება, ელექტროენერგიის მიწოდება შეგეზღუდოთ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მაისს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი.
13:00 საათიდან 14:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელი კლდე, ჩინთი, დოლოშა, გურგალველი, ახალციხე, კენჭაკლდე, ვარცლა, საცხავატლო, მიგრიაულები, ფიჭვიანი.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია განცხადებაში.