თეგებით ძიება

ვაკეში დილარ ხაბულიანის ძმა დაჭრეს

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენ, დემურ ხაბულიანს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან თავს უცნობი პირები დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს. 

ადგილზე იყო გასროლის ხმაც, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი დაჭრილი არ არის და მას თავის არეში ბლაგვი საგნით მიღებული დაზიანება აღენიშნება.

ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ დემურ ხაბულიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის დეპუტატის და შს ყოფილი მინისტრის დილარ ხაბულიანის ძმაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა