ვწუხვარ, რომ ზოგმა ექიმმა გაიხადა თეთრი ხალათი და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ვივამედის“ ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად ამცირებს კალორაჟს, რომ მდგომარეობა გაუარესდეს, ცდილობენ ამით ხელი შეუშალონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას.
"მათი განცხადებები უკავშირდება სტრასბურგში მიმდინარე საქმეს და ცდილობენ, ყველანაირად ხელი შეუშალონ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მხოლოდ ამის გამო აკეთებენ ახლა ამ განცხადებებს, ცდილობენ თემა გადაიტანონ პოლიტიკურ ჭრილში და არა სამართლებრივში.
მე ვწუხვარ, რომ ზოგმა ექიმმა გაიხადა თეთრი ხალათი, რომლითაც ამაყობს ქართველი ხალხი და აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, ვწუხვარ ამის გამო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.