თეგებით ძიება

მზად ვარ, ლაზარე გრიგორიადისს თავდებში დავუდგე - ლევან ხაბეიშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი აცხადებს, რომ მზად არის მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლ, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სს თავ­დებ­ში ჩა­უდ­გეს იმის­თვის, რომ ის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. 

“ლა­ზა­რეს პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ანს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ტო­ვე­ბენ მა­შინ, როცა მოწ­მე­ზე შე­უძ­ლია ზე­გავ­ლე­ნა, ან რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გაქ­რო­ბა ან გაქ­ცე­ვა. ამ სა­მი­დან ლა­ზა­რეს არ­ცერ­თი შე­უძ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელს რომ ზე­წო­ლის ქვეშ ვერ ამ­ყო­ფებს ლა­ზა­რე, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ხვდე­ბა. ასე­ვე, რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გაქ­რო­ბაც რომ არ შე­უძ­ლია 21 წლის ლა­ზა­რეს ესეც კარ­გად ვი­ცით და ასე­ვე, ცხა­დია, სა­ზღვრე­ბის კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თუ მა­ინც და მა­ინც, რა­ი­მე ში­შე­ბი აქვს.

ამი­ტომ, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ლა­ზა­რე წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ჰყავ­დეთ არ არ­სე­ბობს გარ­და იმი­სა, რომ კრემლს, რუ­სეთს გა­უგ­ზავ­ნონ გზავ­ნი­ლი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდებს დას­ჯი­ან, ვინც ან­ტი­პუ­ტი­ნის­ტურ აქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა, ვინც ევ­რო­პის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა და ვინც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და­ი­ცავს. ამი­ტომ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ლა­ზა­რე იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. თუ ვინ­მემ კა­ნო­ნი, კონ­სტი­ტუ­ცია და­არ­ღვია ეს არის რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა. კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვი­მე­ო­რო ჩემი შე­თა­ვა­ზე­ბა დაც­ვის მხა­რის­თვის, მე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი მზად ვარ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს თავ­დებ­ში და­ვუდ­გე იმის­თვის, რომ ის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს”, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა