თეგებით ძიება

მხატვარი უშანგი ხუმარაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი მხატვარი, უშანგი ხუმარაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია წერს.

„უშო წავიდა……

უშანგი ხუმარაშვილი…

ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე თვითმყოფადი…

ჩემი უსაყვარლესი მხატვარი“, - წერს ხოფერია.

უშანგი ხუმარაშვილი დაიბადა 1948 წლის 25 აგვისტოს, დედოფლისწყაროს რაიონში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1973 წელს.

1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ძირითადი ნამუშევრებია: "გონებასუსტის ამბიციები", "შინაგანი ტვირთი" (1985), "უკანასკნელად" (1988), "ავტოგრაფი" (1988), "დიალოგი საკუთარ თავთან" (1989), "ნოსტალგია" (1990), "შინაგანი ტვირთი" (1990), "კატაკლიზმები" (1990). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები თბილისში: სეგ (1994), გალერეა "ორიენტი" (1998), გალერეა TMS (2000); გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი (2003); "ორიენტი" (2005). ჯგუფური - თეატრისა და კინოს მხატვართა (თბილისი, მოსკოვი 1979), საერთაშორისო გამოფენა-სიმპოზიუმი (სოჭი, 1994), თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (თბილისი 1996). მიღებული აქვს გრან-პრი წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2001). 2019 წელს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თიბისი არტ გალერეაში გაიმართა, სადაც წარმოდგენილ იქნა მხატვრის მიერ 2018 - 2019 წლებში შექმნილი ნამუშევრები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა