თეგებით ძიება

თავში ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, შემდეგ იყო რამდენიმე გასროლა - დილარ ხაბულიანის ძმის დაჭრის დეტალები

დილარ ხაბულიანის ძმის, ბიზნესმენ დემურ ხაბულიანის, დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც დაჭრილის მეზობლები ყვებიან, ჯერ კიდევ დილით, სადარბაზოსთან მას თავს უცნობი პირები დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. კონფლიქტი მოგვიანებით გაგრძელდა, რასაც რამდენიმე გასროლაც მოჰყვა.

ცნობისთვის, დილარ ხაბულიანი ძმა ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლთან დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

რა გახდა ანგარიშსწორების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა