თეგებით ძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

მარტის აქციების საქმეზე დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა