მიმალვა რომ მნდომებოდა, დავიმალებოდი - ლაზარე გრიგორიდისის სიტყვით გამოსვლა სასამართლოზე
მარტის აქციების საქმეზე დაკავებულმა აქტივისტმა, ლაზარე გრიგორიადისმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით ისარგებლა.
"მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა", - თქვა მან.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.